ნენსი პელოსი არ ხუმრობს

იგი ტრამპის იმპიჩმენტს უჭერს მხარს

ნენსი პელოსი არ ხუმრობს

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა თავჯდომარემ ნენსი პელოსმა თქვა, რომ ისინი მომავალ კვირას სენატს,  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ორ მუხლს გაუგზავნიან, რომლებიც ტრამპის გადაყენებას ითვალისწინებენ. პელოსმა, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით, დემოკრატ დეპუტატებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ხსენებულ დეპუტატებს "გაბედული და პატრიოტული" დამოკიდებულების გამო მადლობას უცხადებთ და ამასთან ხაზს უსვამს, რომ ტრამპისადმი წაყენებული ბრალდებების, "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა" და "კონგრესის ფუნქციონირების დაბრკოლების" გამო, მისი გასამართლება უკვე სენატის ხელშია. ”ყველა ამერიკელი სენატორი, ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად მიუკერძოებელი სამართლიანობის უზრუნველსაყოფად ფიცს სდებს. ახლა ყველა სენატორი ვალდებულია გააკეთოს საბოლოო არჩევანი. ისინი ან პრეზიდენტის ერთგულები დარჩებიან, ანდა ქვეყნის კონსტიტუციის”, განაცხადა ნენსი პელოსმა



მსგავსი ინფორმაციები