თემთა პალატამ ბრექსიტი მიიღო

მომავალი კვირიდან მის განხილვას ლორდთა პალატაში დაიწყებენ

1338198
თემთა პალატამ ბრექსიტი მიიღო

 

Brexit-ის კანონპროექტი, რომელიც ბრიტანეთს ევროკავშირისგან გამოყოფას ითვალისწინებს, თემთა პალატაში  330 ხმით,  231 ხმის წინააღმდეგ იქნა მიღებული და ამით ინგლისი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ თემთა პალატისათვის შეთავაზებული კანონპროექტის განხილვები ამ პალატაში დასრულდა. დებატების დროს წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებს განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის ნებართვას აძლევდა და ამასთან ბინადრობისათვის წარდგენილი განცხადების უარყოფის გამო  გასაჩივრების უფლება ეძლეოდათ, მასზე უარი ეთქვათ. ახლა ეს კანონ-პროექტი განსახილველად გადაეგზავნა ლორდთა პალატას, სადაც სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყებენ მის განხილვას და პროცესის დასრულებას 22 იანვრამდე აპირებენ. ასე რომ, კანონ-პროექტი 31 იანვრამდე დასამტკიცებლად წარედგინება დედოფალი ელიზაბეტ მეორეს.



მსგავსი ინფორმაციები