ირანმა ერბილსა და ანბარში მდებარე აშშ-ს ბაზები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა

ირანმა ერბილსა და ანბარში მდებარე აშშ-ს ბაზები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა

1336749
ირანმა ერბილსა და ანბარში მდებარე აშშ-ს ბაზები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა

ირანის რევოლუციური გვარდიის არმიამ, ერაყის ქალაქებში ერბილსა და ანბარში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ”15 რაკეტა გიქნა გაშვებული და 80 ამერიკელი მოკლული”.

ქვეყნის ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ ასევე გაავრცელა თავდასხმების კადრები.

რევოლუციური გვარდიის არმიის წერილობითი განცხადების თანახმად, პარასკევს ამერიკის საჰაერო ოპერაციის დროს მოკლული ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის შურისძიების ოპერაციის ფარგლებში ერაყში ამერიკის აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზას ათეულობით ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ აშშ რეაგირებას მოახდენს თავდასხმაზე ”ბევრად უფრო მკაცრად და გამანადგურებელად“ იძიებენ შურს.

განცხადებაში რეგიონის ის ქვეყნებიც გააფრთხილეს, სადაც აშშ-ს ბაზები აქვს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ირანის მიმართ მტრული და აგრესიული მოქმედებების წყარო იქნება მიზანში ამოღებული. ჩადენილ დანაშაულში სიონისტური რეჟიმიც დამნაშავეა ჩვენ მას აშშ-ს რეჟიმისგან არ გამოვყოფთ“-ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აშშ-ს ხალხს მოუწოდეს, იმისთვის რომ რეგიონში მყოფი სამხედროების უფრო მეტად არ დაზარალდნენ, ისინი თავიანთ ქვეყანაში დააბრუნონ.

ირანის ხელისუფლებამ, აშშ-ს ერაყში მდებარე ბაზის დაბომბვის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოში და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ „ომის დაწყებას არ ცდილობენ“.

„ომი დაწყებას არ ვცდილობთ. ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა სახის სამხედრო ავანტიურის წინააღმდეგ გაფრთხილებას ვიძლევით“ - აღნიშნულია წერილში.

ნათქვამია, რომ რომ ერბილის ბაზაზე 12-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტით მოხდა თავდასხმა და ცდილობენ პირველადი ზარალის შეფასებას.  
პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა: „7 იანვარს, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს დროით საღამოს 5.30 საათზე, ირანი თავს დაესხა ერაყში აშშ-ს და კოალიციურ ძალებს ათზე მეტი რაკეტით. ნათელია, რომ ეს რაკეტები ირანიდან იყო ნასროლი და მიმართული იყო ალ-ასადის და ერბილის ბაზებზე, სადაც განლაგებულია აშშ-ს და კოალიციური ჯარები. ჩვენ ვცდილობთ პირველადი ზიანის შევაფასოთ.“

ჰოფმანის განცხადებით, ირანის შესაძლო თავდასხმების წინააღმდეგ პენტაგონმა ყველა ზომა მიიღო და ეს ორი ბაზა ირანის თავდასხმის ნიშნების არსებობის გამო საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული.
 

თეთრი სახლის პრესსპიკერის სტეფანი გრიშემის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია და განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს.    

 


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო ბაზები , #აშშ , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები