ამერიკული ამფიბია გემი ახლო აღმოსავლეთისკენ გაეშურა

მის გემბანზე 2100 ამერიკელი სამხედრო იმყოფება

1334810
ამერიკული ამფიბია გემი ახლო აღმოსავლეთისკენ გაეშურა

 

აშშ-ის მას-მედიაში გავრცელებული  ინფორმაციებით, ირან-ამერიკას შორის დაძაბულობის გამწვავების კვალდაკვალ, რაც გამოიწვია ამერიკის მხრიდან ირანელი გენერლის, კასიმ სულეიმანის ბაღდადის აეროპორტში მოკვლამ, აშშ-ის საზღვაო ძალების კუთვნილმა "USS Bataan"-ის სახელწოდების  ამფიბია გემმა, რომლის გემბანზეც 2100 ამერიკელი სამხედროა,  გადადო სასწავლო წვრთნები აფრიკის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე და ახლო აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი. როგორც ცნობილია, სულეიმანის მკვლელობის შემდეგ,  ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენიმ განაცხადა, რომ აშშ-ზე საპასუხო თავდასხმებს განახორციელებენ და ხსენებული ამფიბია გემი, ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ობიექტებს დაიცავს



მსგავსი ინფორმაციები