ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 500 სამხედროს  გაგზავნის

ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 500 სამხედროს  გაგზავნის

1334518
ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 500 სამხედროს  გაგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის სამინისტრო, (პენტაგონი) გუშინ დილით, ერაყის დედაქალაქ  ბაღდადში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლის ქასიმ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების გამო, სწრაფი რეაგირების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონის ნაწილებს რეგიონში აგზავნის. პენტაგონიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „როგორც ადრე განვაცხადეთ, რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო სწრაფი რეაგირების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონის ერთი ნაწილი რეგიონში უკვე გაიგზავნა, რომლებიც 750 ჯარისკაცისგან შესდგება. ამ ბატალიონის კიდევ 3 500 სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.“ თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-სთან  ინტერვიუს მიმცემმა ერთ-ერთმა პენტაგონის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ დამატებითი ნაწილების რეგიონში გადასროლა, მომავალ კვირას განხორციელდება.



მსგავსი ინფორმაციები