ჩინეთში გვირაბი ჩამოიქცა

დაიღუპა 4 მუშა

1332503
ჩინეთში გვირაბი ჩამოიქცა

 

ჩინეთის შანშის პროვინციაში მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი კი  ნანგრევების ქვეშ დარჩა. ჩინური საინფორმაციო სააგენტო Shinhua-ს ცნობით, რომელიც ეყრდნობა ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებებს, ქალაქ შანშის მაგისტრალზე მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის დროს ექვსი მუშა ნანგრევების ქვეშ დარჩა და ადგილზე სასწრაფოდ მისულმა მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოიღეს გვირაბიდან, ხოლო მეოთხე კი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ დარჩენილი ორი მუშის საძიებო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები