ავტოკატასტროფა ჩიაპასში
დაიღუპა 11, დაშავდა 10 კაცი
1332274
მექსიკაში, ტურისტების გადამყვანი ავტობუსი ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა. ადგილობრივი მას-მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჩიაპასში, ცენტრალურ მაგისტრალზე მიმავალი ტურისტული ავტობუსი ავტომობილს დაეჯახა, რის შედეგადაც, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 11 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში