ბანგიში სისხლიანი დაპირისპირება სამხედრო ძალებსა და ვაჭრებს შორის

ბანგიში სისხლიანი დაპირისპირება სამხედრო ძალებსა და ვაჭრებს შორის

1330521
ბანგიში სისხლიანი დაპირისპირება სამხედრო ძალებსა და ვაჭრებს შორის

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში სამხედრო ძალებსა და ვაჭრებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ბოლო მონაცემებით 35 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, PK5 სახელწოდების უბანში სადაც უმრავლესობა მუსლიმები ცხოვრობენ, სამხედრო ძალებსა და ვაჭრებს შორის გადასახადებთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდეგ კონფლიქტში  გადაიზარდა. სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. ცენტრალური აფრიკის  რესპუბლიკაში სიტუაცია 2013 წლის დეკემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დედაქალაქ ბანგიში ისლამურ დაჯგუფება „სელეკასა“ და მათთან დაპირისპირებულ ქრისტიან აჯანყებულებს შორის შეტაკება მოხდა. გაერო-ს ინფორმაციით, კონფლიქტების შედეგად  მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა, ათასობით  ადამიანი კი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები