ავიაკატასტროფა ყაზახეთში

არის მსხვერპლი

1330299
ავიაკატასტროფა ყაზახეთში

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ავიაკომპანია „Bek Air“-ის თვითმფრინავი, რომლიც ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ მიემართებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების კომიტეტიდან გავრცელებული ინფორმაციით ავიაკატასტროფის შედეგად ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა, 66 კი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მათივე განცხადებით, თვითმფრინავმა  აეროპორტიდან აფრენისას დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. როგორც ცნობილია, ბორტზე სულ 95 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მეორეს მხრივ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარ ტოკაევმა 28 დეკემბერს,  ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა.


საკვანძო სიტყვები: #ავიაკატასტროფა , #ყაზახეთი

მსგავსი ინფორმაციები