ტერორისტები ბურკინა-ფასოში სამართალდამცველებზე თავდასხმებს აგრძელებენ

ტერორისტები ბურკინა-ფასოში სამართალდამცველებზე თავდასხმებს აგრძელებენ

1330024
ტერორისტები ბურკინა-ფასოში სამართალდამცველებზე თავდასხმებს აგრძელებენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში  მდებარე სოუმის პროვინციაში წინასწარ  ჩასაფრებულმა ტერორისტებმა პატრულირების დროს სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 11 ჯარისკაცი დაიღუპა. სამართალდამცველებმა გუშინ,  ნამისსიგუიანის  სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედმეგ სოუმის პროვინციაში პატრულირების რეჟიმი გაამკაცრეს რა დროსაც წინასწარ ჩასაფრებულმა ტერორისტებმა  ცეცხლი გახსნეს და კიდევ  11 ჯარისკაცი მოკლეს. ამავე პროვინციაში გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად 35 მშვიდობიანი მოქალაქე და 7 ჯარისკაცი დაიღუპა. უსაფრთხოების სამსახურის  ცნობით,  85 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა. ბურკინა-ფასოს პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით ქვეყანაში 48 საათიანი  გლოვა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები