ალექსანდრე ნოვაკი: „ამერიკის მუქარის მიუხედავად ‘ჩრდილოეთ ნაკადი 2’-ის პროექტი მაინც დასრულდება“

ალექსანდრე ნოვაკი: „ამერიკის მუქარის მიუხედავად ‘ჩრდილოეთ ნაკადი 2’-ის პროექტი მაინც დასრულდება“

1330027
ალექსანდრე ნოვაკი: „ამერიკის მუქარის მიუხედავად ‘ჩრდილოეთ ნაკადი 2’-ის პროექტი მაინც დასრულდება“

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი მაინც დასრულდება. სააგენტო სპუტნიკი-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნოვაკმა განაცხადა: „მიუხედავად სანქციებისა, მილსადენის პროექტის მშენებლობა დამოუკიდებლად გაგრძელდება. მის დასასრულებლად მხოლოდ 160 კმ. დარჩა“. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტის  დებულებას მოაწერა ხელი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის  და „თურქეთის ნაკადი“-ს პროექტებში მონაწილე კომპანიების მიმართ   სანქციებს მოიცავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე, შვეიცარული კომპანია Allseas-ის ყველა გემმა აშშ-ის სანქციების გამო,    ბალტიის ზღვა უკვე დატოვა.



მსგავსი ინფორმაციები