ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ზორან მილანოვიჩმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩმა მოაგროვეს

1327855
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ზორან მილანოვიჩმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩმა მოაგროვეს და მეორე ტურში გადავიდნენ.

ხორვატიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის არაოფიციალური შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების, რომელშიც 11 კანდიდატი მონაწილეობდა, თითქმის ყველა ხმა დათვლილია.

ვინაიდან ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევენ, რომელიც 2020 წლის 5 იანვარს გაიმართება.

მეორე ტურში გადავიდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SDP) კანდიდატი ზორან მილანოვიჩი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 29.54% მიიღო დამმართველი ხორვატიის დემოკრატიული კავშირის (HDZ) კანდიდატი კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი, რომელმაც პირველ ტურიში ხმების 26,67% მოაგროვა.

დანარჩენი კანდიდატებიდან მიროსლავ სკორომ ხმების 24,44%, მისლავ კოლაკუსიჩმა 5.87%, დარიო იურიკანმა 4,60%, დალია ორესკოვიჩმა 2.89%, ივან პერნარმა 2.31%, კატარინა პეოვიჩმა 1.12%, დეჯან კოვაჩმა 0,95%, ნედელკო ბაბიჩმა 0.21% და ანტო ჯაპიჩმა 0.15% მიიღეს.

ამავდროულად, ხორვატიაში, სადაც 3 მილიონ 854 747 რეგისტრირებული ამომრჩეველია, ხორვატიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51,01%-მა მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები