ისრაელის გამანადგურებლებმა ღაზაში სამხედრო ობიექტები დაბომბეს

ეს ობიექტები ჰამასს ეკუთვნოდა

1326552
ისრაელის გამანადგურებლებმა ღაზაში სამხედრო ობიექტები დაბომბეს

 

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზაში, პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის კუთვნილ ორ სამხედრო წერტილს დაარტყეს. ღაზაში უსაფრთხოების წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის თვითმფრინავებმა ერთი ობიექტი ღაზის ჩრდილოეთში მდებარე ბეთლემში, მეორე კი სამხრეთში მდებარე ჰან იუნუსის მახლობლად დაბომბეს. ამავე ინფორმაციით, იმავე თვითმფრინავებმა დაბომბეს ღაზის სამხრეთით მდებარე რაფას რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაც დაბომბეს. ისრაელის არმიის მიერ გაკეთებული განცხადებით, წუხელ საღამოს, ღაზიდან ისრაელის პოზიციებს რაკეტები ესროლეს და ამის საპასუხოდ მათმა გამანადგურებლებმა ჰამასის სამხედრო სამიზნეები დაბომბეს. ამ სარაკეტო თავდასხმის შესახებ, ღაზის მხრიდან არავის აუღია პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები