თეთრი სახლის  ადმინისტრაცია 1915 წლის მოვლენებს სომეხთა  გენოციდად არ აღიარებს

თეთრი სახლის  ადმინისტრაცია 1915 წლის მოვლენებს სომეხთა  გენოციდად არ აღიარებს

1325294
თეთრი სახლის  ადმინისტრაცია 1915 წლის მოვლენებს სომეხთა  გენოციდად არ აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ გასულ კვირას სენატის მიერ, 1915 წლის სომხური  მოვლენების „გენოციდად“ აღიარებას თეთრი სახლის ადმინისტრაცია არ ეთანხმება. „აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენი შეხედულება ასახულია პრეზიდენტის მიერ ამ საკითხზე აპრილში გაკეთებულ განცხადებაში“, ნათქვამია, მორგან ორტაგუსის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა 24 აპრილს, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, მოვლენები „დიდ უბედურებად“ შეაფასა. თურქეთში კი გასულ კვირას  სენატში მიღებული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს და დამეს რა, მას მიუღებელი უწოდეს.



მსგავსი ინფორმაციები