ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან 4000 ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან 4000 ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს

1324247
ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან 4000 ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან 4000 ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

ტელეკომპანია CNN-ის მიერ ერთ-ერთი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში მყოფი დაახლოებით 13 ათასამდე ამერიკელი სამხედროს ერთი მესამედის ანუ 4000 ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

საყურადღებოა, ტრამპის მიერ ადრეც აღნიშნული ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების გეგმის თალიბანთან მოლაპარაკებების განახლების შემდეგ შესრულების სურვილი.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მა 2001 წლიდან დღემდე ავღანეთის ომში 133 მილიარდი დოლარი დახარჯა. ავღანეთში 2300 ამერიკელი სამხედრო, 58 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო, 38 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და დაახლოებით 42 ათასი მილიტანი დაიღუპა.

ტრამპმა, აშშ-სა და თალიბანს შორის 2018 წლის დეკემბერში დაწყებული მოლაპარაკებები 5 სექტემბერს ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ, რომელზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, გააუქმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ნოემბრის ბოლოს ავღანეთში მდებარე ამერიკულ ბაზაზე მოულოდნელი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ თალიბანთან შეთანხმება უნდა და მოლაპარაკებები განაახლა.


საკვანძო სიტყვები: #სამხედროები , #ტრამპი , #ავღანეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები