კლიმატის გაბინძურებას ჰოლანდიელებიც აპროტესტებენ

მომიტინგეებმა ამსტერდამში დღეს დილით აეროპორტის ნაწილი დაიკავეს

1323431
კლიმატის გაბინძურებას ჰოლანდიელებიც აპროტესტებენ

 

ჰოლანდიელმა კლიმატის მომიტინგეებმა, დედაქალაქ ამსტერდამის შიფოლის აეროპორტის ერთი ნაწილი დაიკავეს. Greenpeace/გრინპესისა და ე.წ. “Extinction ebellion/გადაშენების ამბოხების" ჯგუფის ხელმძღვანელობით მოწყობილი ამ აქციის დროს, უამრავმა ადამიანმა ხსენებული აეროპორტის სავაჭრო ცენტრის ოკუპაცია მოაწყვეს. პოლიცია აქტივისტებს ოკუპაციის დასრულების შესახებ აფრთხილებდა და მათგან 26 კაცი, რომლებიც ხელიხელ ჩაკიდებულნი იწვნენ და ასე ეწინააღმდეგებოდნენ ძალოვანებს, დააპატიმრეს, ხოლო დანარჩენებიც ძალით ჩასხეს ავტობუსებში და აეროპორტს დააშორეს. დემონსტრანტებმა, რომლებმაც დილით დაიწყეს თავიანთი საპროტესტო აქცია,  ქვეყნის მთავრობას მოუწოდეს, შეამციროს ფრენები ამსტერდამის შიფოლის აეროპორტში და გაზარდოს ავიაბილეთების ფასები ახლო მანძილებზე, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ გაახშიროს მატარებლების მომსახურება.



მსგავსი ინფორმაციები