იემენის საზღვართან საუდის არაბეთის ჯარისკაცები მოკლეს
იემენის საზღვართან საუდის არაბეთის ჯარისკაცები მოკლეს
![იემენის საზღვართან საუდის არაბეთის ჯარისკაცები მოკლეს](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/8333/6d69/253c/5d6fb71485127.jpg?time=1737254081)
საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, SPA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო, იემენის საზღვართან სამშობლოს დაცვის მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. მათივე განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში აღნიშნულ რეგიონში უკვე 10 საუდის არაბეთის სამხედრო მოკლეს. შეგახსენებთ, რომ იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები, საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში პერიოდულ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ და ხანდახან საზღვარზე შეჭრით საუდის არაბეთის სამხედროებს თავს ესხმიან. ჰუსიტები იემენში 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დედაქალქ სანას ჩათვლით ზოგიერთ რეგიონებზე კონტროლს ამყარებენ. 2015 წლიდან მოყოლებული კი საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებული კოალიცია, ჰუსიტების წინააღმდეგ მთავრობას უჭერს მხარს.