ბრიტანეთში „Brexit“-ის „კვანძი“  გაიხსნა

ბრიტანეთში „Brexit“-ის „კვანძი“  გაიხსნა

1323171
ბრიტანეთში „Brexit“-ის „კვანძი“  გაიხსნა

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კონსერვატორების, რომლებიც ბრექსიტს უჭერენ მხარს დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. ბორის ჯონსონის ლიდერობით კონსერვატორების პარტიამ პარლამენტში 650-ადგილიან  სულ მცირე 364 მანდატს (2017 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის 50-ით მეტს) მიიღეს. რაც შეეხება, ლეიბორისტებს პარლამენტში 202 დეპუტატი (40-ით ნაკლები) ჰყავთ. საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ბორის ჯონსონმა დედოფალ,  ელისაბედ II-ისგან მთავრობის ჩამოყალიბების მანდატი მიიღო. ბორის ჯონსონი არჩევნების შედეგების მიხედვით, ბრექსიტის საკითხს თემთა პალატაში სხვა რომელიმე პარტიის მხარდაჭერის გარეშე გატანას შესძლებს. დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ასევე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია,  შოტლანდიის ნაციონალური პარტიამ. ახლა კი შესაძლოა მათ დამოუკიდებლობა მოითხოვონ მაგრამ, თვით ბორის ჯონსონი,  შოტლანდიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგია. მეორეს მხრივ ინგლისში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ბრიუსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა რა, ევროკავშირის ლიდერები ვარაუდობენ, რომ დიდი ხნის გაურკვევლობის საგნად ქცეული ბრექსიტის კვანძი, იმედია  ახლა უკვე საბოლოოდ გაიხსნება. ბორის ჯონსონს არჩევნების გამარჯვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა  და მათ შორის ამერიკის მთავრობამაც უკვე მიულოცა.



მსგავსი ინფორმაციები