ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი სრულდება?
ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი სრულდება?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ვაჭრობის პირველ ფაზაზე მნიშვნელოვან კომპრომისს მიაღწიეს. ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით საკითხთან დაკავშრებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩინეთთან ყოვლისმომცველი პირველი სავაჭრო ფაზის კომპრომისზე შევთანხმდით. ჩინეთი დათანხმდა გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებს და დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ენერგიის, დამუშავებული პროდუქტების და სხვა მრავალი ნივთების შეძენას. მეორე სავაჭრო ეტაპის ფაზის შეთანხმებების მოლაპარაკებების დაუყონებლივ დაწყებისთვის მზად ვართ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის არჩევნებს არ დაველოდებით. ეს ყველასათვის შესანიშნავი შეთანხმებაა. გმადლობთ“. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე დაწესებულ ახალ ტარიფებს 15 დეკემბრიდან გააუქმებს.
მსგავსი ინფორმაციები
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა