ტრამპმა ამჯერად ებრაელები “გათუთქა“

“თქვენ დაუნდობელი მკვლელები ხართ“

1320711
ტრამპმა ამჯერად ებრაელები “გათუთქა“

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფლორიდაში  სიტყვით გამოსვლისას  ებრაელ ამომრჩევლებს ასე მიმართა:
"თქვენ არ ხართ კარგი ხალხი, მაგრამ თქვენ იძულებული ხართ მე მომცეთ ხმა, რადგან, თუ ისინი არჩეულ იქნებიან, 15 წუთში უმუშევარი დარჩებით". დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიტინგები დაიწყო და პირველი გამოსვლა ფლორიდაში ჰქონდა, რომელიც არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ შტატს წარმოადგენს. იგი ისრაელ-ამერიკის საბჭოს სამიტზე გამოვიდა სიტყვით  და მიმართა რა ებრაელ ამერიკელებს, თქვა: “მე ისრაელის საუკეთესო მეგობარი ვარ, მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ. თქვენ დაუნდობელი მკვლელები ხართ. სულაც არა ხართ კარგი ადამიანები. მაგრამ, იძულებული ხართ მე მომცეთ ხმა, სხვა არჩევანი არ გაქვთ, მე თქვენ გეტყვით, არ მისცემთ ხმას პოკაჰონტას (ელიზაბეტ უორენს), სიმდიდრის გადასახადს. ზოგი თქვენგანი საერთოდ არ მომწონს, ზოგ თქვენგანს კი მე არ მოვწონვარ, მაგრამ, მწამს, რომ ჩემი დიდი მხარდამჭერები გახდებით, რადგან, თუ ისინი არჩეულ იქნებიან, 15 წუთში უმუშევარი დარჩებით". ტრამპის ამ განცხადებებმა სიცილი გამოიწვია დარბაზში. მანვე  ებრაელები გააკრიტიკა იმის გამოც, რომ ისინი ზოგადად  ხმას დემოკრატიულ პარტიას აძლევენ



მსგავსი ინფორმაციები