საფრანგეთში გაფიცვები და დემონსტრაციები გრძელდება

საფრანგეთში გაფიცვები და დემონსტრაციები გრძელდება

1319547
საფრანგეთში გაფიცვები და დემონსტრაციები გრძელდება

საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიცირებულ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური გაფიცვები და დემონსტრაცია გუშინაც გაგრძელდა.   გაფიცვის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია მოძრაობა საავტომობილო გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალებზე. მასშტაბური გაფიცვების გამო დედაქალქ პარიზში მეტროს მუშაობა დიდ წილად შეჩერდა. აღნიშნულ საპროტესტო აქციებს „ყვითელ ჟილეტიანებიც“ დიდ წილად შეუერთდნენ. საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციის დროს პოლიცია ხშირად არაპროპორციულ  ძალას იყენებს. არიან დაშავებულებიც. მაკრონის მთავრობა კი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმების პაკეტის მიმართ უკან დახევას არ აპირებენ რა, საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას, მომავალი კვირის ოთხშაბათ დღეს გაავრცელებენ.



მსგავსი ინფორმაციები