ოპეკმა ნავთობის წარმოების შემცირების დადგენილება მიიღო

დღიური შემცირება მარტის თვის ბოლომდე გაგრძელდება

1319224
ოპეკმა ნავთობის წარმოების შემცირების დადგენილება მიიღო

 

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) და OPEC-ის არა წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, დღიური ნავთობპროდუქციის წარმოება, მომავალი წლის მარტის თვის ბოლომდე შეამცირონ 500 ათასი ბარელით და ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქვეყნების მინისტრთა მეშვიდე სხდომაზე. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოველდღიურად ჩამოსაჭრელი 500 ათასი ბარელი ნავთობიდან 167 ათასი ბარელი საუდის არაბეთზე მოვა. მისივე თქმით, საუდის არაბეთი ასევე ნებაყოფლობით შეამცირებს ნავთობის ყოველდღიურ წარმოებას დამატებით 400,000 ბარელამდე და ამით, 2020 წლის პირველი იანვრიდან დღიური შემცირება 2,1 მილიონ ბარელს მიაღწევს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები