მაიამიში საიუველირო გაძარცვეს

ორივე მძარცველი ლიკვიდირებულ იქნა

1318880
მაიამიში საიუველირო გაძარცვეს

 

აშშ-ის ფლორიდის პროვინციაში, საიუველირო მარკეტის დაყაჩაღების შემდეგ წარმოქმნილ შეტაკებაში 4 ადამიანი დაიღუპა. ამერიკული მას-მედიის ცნობით, რომლებიც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) თანამშრომლების განცხადებებს ეყრდნობიან, ორმა შეიარაღებულმა პირმა, ქალაქ მაიამის მახლობელ გორალ გაბლეში საიუველირო მარკეტის გაძარცვის შემდეგ  სატვირთო მანქანა მოიპარეს, რომელიც მიეკუთვნებოდა ფირმა United Parcel Service-ს და მისი მძღოლი კი მძევლად აიყვანეს. მათ გზა გადაუკეტეს ძალოვანებმა და წარმოქმნილ შეტაკებაში ორ მძარცველთან ერთად, ავტომანქანის მძღოლი და კიდევ ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ.  



მსგავსი ინფორმაციები