კიდევ ერთი თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე
დაიღუპა 10, დაიჭრა 3 პოლიციელი
1319083

ქაბულიდან მიღებული ინფორმაციით, შეიარაღებული თალიბები ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციის იმამ საჰიპის რაიონში მოქმედ პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 10 პოლიციელი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. ამავე ცნობით, ძალოვანებმა რამდენიმე ბოევიკი მოკლეს, თუმცა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ