მექსიკაში მაფიური კარტელები არ ისვენებენ

ისინი თავს დაესხნენ ადგილობრივ ხელისუფლებას

მექსიკაში მაფიური კარტელები არ ისვენებენ

 

მექსიკაში, აშშ-ის საზღვრის მახლობლად, უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის წარმოქმნილ შეტაკებაში 14 ადამიანი დაიღუპა. კოუჰაილას გუბერნატორის, მიგუელ ანხელ რიკელეს განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა დაარბიეს ქალაქ ვილა უნიონი და ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივი ხელისუფლების შენობებს, რის კვალდაკვალ საქმეში  ჩაერივნენ ფედერალური ხელისუფლების ძალები და ერთსაათიან შეტაკებაში 14 კაცი დაიღუპა, მათ შორის 4 ძალოვანი. ამავე ცნობით, თავდამსხმელებს ქვეყნის ჩრდილო – აღმოსავლეთ კარტელის წევრები წარმოადგენდნენ და მათი მთლიანად ლიკვიდაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების ძალები ქალაქში  კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან



მსგავსი ინფორმაციები