ჰელმანდში თალიბების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

არმიამ მარკის რაიონი გაათავისუფლა

ჰელმანდში თალიბების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

 

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციის მარკის რაიონი აიღეს, რომელიც დაახლოებით 4 წელია, რაც თალიბების კონტროლ ქვეშ იმყოფებოდა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ძალებმა, მარკის რაიონში დაბანაკებული   თალიბების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს და გაათავისუფლეს რა ეს დასახლება, შეტაკების დროს ლიკვიდირება გაუკეთეს 37 ბოევიკს. თვით თალიბების განცხადებით კი, ქალაქის ცენტრი ჯერ კიდევ მათი კონტროლის ქვეშ არის



მსგავსი ინფორმაციები