ავია კატასტროფა ჩემბერლენში
9 კაცი დაიღუპა, 3 გადარჩა
1315332
აშშ-ის სამხრეთში მდებარე დაკოტას პროვინციაში კატასტროფა განიცადა კერძო თვითმფრინავმა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. ამერიკული მედიის ცნობით, თვითმფრინავი აფრინდა დაკოტას ქალაქ ჩემბერლენის აეროპორტიდან, მაგრამ, აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იგი დედამიწაზე დაენარცხა. ოფიციალური პირების განცხადებით, Pilatus PC-12 ტიპის ერთ ძრავიან თვითმფრინავში 12 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან 9 დაიღუპა, მათ შორის პილოტიც, ხოლო დანარჩენი სამი კი დაიჭრა. კატასტროფის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.