ისრაელის ჯარებმა 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს

ისრაელის ჯარებმა 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს

1315121
ისრაელის ჯარებმა 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს

ისრაელის ჯარებმა, გუშინ ღაზის სექტორში გამართული აქციის დროს დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს რა, 16 წლის ბავშვი მოკლეს. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმიამ  ხან უნისის აღმოსავლეთ რეგიონში გამართული „დიდი დაბრუნების მარში“-ს აქციის დროს პალესტინელების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რა დროსაც, 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და ასევე დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. პალესტინელები 2018  წლის 30 მარტიდან მოყოლებული ოკუპირებულ ღაზის საზღვართან „დიდი დაბრუნების მარში“-ს სახელწოდების მშვიდობიან აქციებს თითქმის ყოველკვირეულად  მართავენ. ისრაელის სამხედროები კი უდანაშაულო ხალხის  მიმართ ხშირად იყენებენ ნამდვილ ტყვიებს და პალესტინელებს კლავენ. 2018 წლის 30 მატრიდან დღემდე აღნიშნულ რეგიონში ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები