ოპერაცია ბოკო-ჰარამის წინააღმდეგ
ლიკვიდირებულია 13 ტერორისტი
დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიის ჩრდილო–აღმოსავლეთში, რადიკალური ტერ ორგანიზაცია ბოკო ჰარამის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა ამ ორგანიზაციის წევრი 13 ტერორისტი. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ნიგერიის არმიის პრეს წარმომადგენელმა ამინუ ილიასუსმა და აღნიშნა, რომ ქვეყნის არმიამ ბოკო ჰარამის წევრების წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა ბორნოს პროვინციის დუგურის რეგიონში და 13 ბოევიკი ლიკვიდირებულ იქნა, ათობით დაჭრეს, რომლებთაგანაც ზოგიერთებმა გაქცევა შესძლეს, ხოლო ამის პარალელურად ხელთ იგდეს ტერორისტების კუთვნილი დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა. მისივე თქმით, ოპერაციის დროს ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა
მსგავსი ინფორმაციები
პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“
პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“