ეპ-მ ყველა წევრს მოუწოდა მოახდინონ „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის“ კონვენციის რატიფიცირება

ევროპარლამენტმა (EP) ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა მოახდინონ „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის“ შესახებს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება

1314547
ეპ-მ ყველა წევრს მოუწოდა მოახდინონ „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის“ კონვენციის რატიფიცირება

ევროპარლამენტმა (EP) ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა მოახდინონ „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის“ შესახებს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის გენერალურ სესიაზე სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისკენ მოწოდების რეზოლუციის პროექტი 500 ხმით 91-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ბულგარეთს, ჩეხეთს, უნგრეთს, ლიეტუვას, ლატვიას, სლოვაკეთსა და ინგლისს, კონვენციაზე ხელი მოწერილი აქვთ, თუმცა რატიფიცირებული არ აქვთ, ზოგიერთ ქვეყანაში კი შეთანხმების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით წარმოებული კამპანიაა დაგმობილი.

გადაწყვეტილებაში ამ ქვეყნებს სტამბოლის კონვენციის სასწრაფოდ რატიფიკაციისკენ მოუწოდეს და ევროკავშირის კომისიას მისცეს რეკომენდაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ საკითხად აქციოს.

ევროკავშირმა სტამბოლის კონვენციას ხელი 2017 წელს მოაწერა.

ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის მასშტაბით ყოველი სამი ქალიდან ერთი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

 



მსგავსი ინფორმაციები