სამოაში წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სამოაში წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სამოაში წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე,  სამოაში წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. მთავრობის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით  გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გასული თვიდან მოყოლებული წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის უმრავლესობა 4 წელს ქვემოთ მყოფი ბავშვები არიან.  ეპიდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამოაში ამ დროისათვის წითელას ინფექციის, ორი ათას 936-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, სამოაში წითელას ვაქცინის მაჩვენებელი 2013 წელს 70%-ს შეადგენდა, ხოლო ეს რიცხვი მიმდინარე წელს, 30%-მდე დაეცა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ქვეყანაში წითელას ვირუსის გავრცელების მთავარი მიზეზი, სასმელი წყლის დაბინძურება გახდა.



მსგავსი ინფორმაციები