ნატო-მ ბოინგ ინტერნაციონალთან 1 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა

ნატო-მ ბოინგ ინტერნაციონალთან 1 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა

ნატო-მ ბოინგ ინტერნაციონალთან 1 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ნატო) AWACS-ის ტიპის სადაზვერვო, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავების წარმოებასთან დაკავშირებით,  ბოინგ ინტერნაციონალთან 1 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა. მხარეებს შორის შეთანხმება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ესწრებოდა ბელგიაში,  მელსბროკის აეროპორტში გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ AWACS-ის ტიპის სადაზვერვო, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავები 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ავღანეთში და  ახლა კი დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში,  საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერის მხრივ  გამოიყენება. მისივე თქმით,  ახალი AWACS-ის ტიპის სადაზვერვო, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავები უფრო თანამედროვე აღჭურვილობით იქნევა დამზადებული, რომელიც ალიანსის წევრების უსაფრთხოებისთვის  მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს მოდერნიზაცია, თურქეთის ჩათვლით 16 მოკავშირე ქვეყნის დაფინანსებით ხდება.



მსგავსი ინფორმაციები