ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

1313790
ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

გუშინწინ,  ალბანეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე  ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 39-მდე  გაიზარდა. მიწისძვრის ეპიცენტრში  სამაშველი-სამძებრო სამუშაოებში როგორც თურქეთის,  ასევე რეგიონის ქვეყნების ეკიპაჟის წევრები არიან ჩართული. ალბანეთის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამ დროისათვის 39 ადამიანის ცხედრის ამოყვანა შესძლეს. ალბანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ამ დროისათვის 658  ადამიანი სავადმყოფოებში მკურნალობას გადის, რომელთაგან 8-ის მდგომარეობა მძიმეა. მეორეს მხრივ, გუშინ ალბანეთის  ქალაქ მამურასიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, 19 კილომეტრის სიღრმეში კიდევ ერთი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები