ალბანეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მიწისქვეშა ბიძგები  მეზობელ ქვეყნებშიც  იგრძნობოდა

1312680
ალბანეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ალბანეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ ტირანას მახლობლად, 38 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა. ალბანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ამ დროისათვის 150 ადამიანი სავადმყოფოებში მკურნალობას გადიან. მიწისძვრის შედეგად დედაქალაქ ტირანაში ელექტრო ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები გრძელდება. მიწისქვეშა ბიძგები  მეზობელ ქვეყნებშიც  იგრძნობოდა.



მსგავსი ინფორმაციები