სამოაში წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სამოაში წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1312113
სამოაში წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე,  სამოაში წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გასული თვიდან მოყოლებული წითელას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის უმრავლესობა 5 წელს ქვემოთ მყოფი ბავშვები არიან.  ეპიდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამოაში ამ დროისათვის წითელას ინფექციის, ათას 800-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, სამოაში წითელას ვაქცინის მაჩვენებელი 2013 წელს 70%-ს შეადგენდა, ხოლო ეს რიცხვი მიმდინარე წელს, 30%-მდე დაეცა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ქვეყანაში წითელას ვირუსის გავრცელების მთავარი მიზეზი, სასმელი წყლის დაბინძურება გახდა.



მსგავსი ინფორმაციები