მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი  პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი  პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

1311941
მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი  პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოფილი ნიუ-იორკის მერი,  მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი  2020 წელს გასამართ  საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის სახელით პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ბლუმბერგმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია: „კენჭს ვიყრი პრეზიდენტობაზე, რომ დავამარცხო დონალდ  ტრამპი და ხელახლა ავაშენო ამერიკა.  ვერ დავუშვებთ კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტი ტრამპის უგუნურ და არაეთიკურ ქმედებებს.  დაახლოებით 36 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონების მფლობელი 77 წლის მაიკლ ბლუმბერგი,  2003-2013 წლებში ნიუ-იორკის მერის თანამდებობას იკავებდა.  აღსანიშნავია, რომ წინასწარი კვლევების მიხედვით,  აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტრამპს უსწრებს. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები