მერკელი: "მზად ვარ დამატებითი დახმარება გავუწიოთ თურქეთს დევნილების საკითხში"

მერკელი: "მზად ვარ დამატებითი დახმარება გავუწიოთ თურქეთს დევნილების საკითხში"

1310176
მერკელი: "მზად ვარ დამატებითი დახმარება გავუწიოთ თურქეთს დევნილების საკითხში"

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ საბჭოში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩავიდა, სადაც ხორვატ კოლეგა ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ ხორვატია და გერმანია მომავალ წელს გაინაწილებენ ევროკავშირის საბჭოს როტაციულ თავმჯდომარეობას და ამ პერიოდში მხარს დაუჭერენ ხორვატიას.

მერკელმა აღნიშნა, რომ ხორვატიის თავმჯდომარეობის დროს მოსაგვარებელი პრობლემები გერმანიას დაეხმარება და შესაბამისად ორივე ქვეყანა ერთად იმოქმედებს.

მისივე თქმით, ისინი მხარს უჭერენ ხორვატიის დასავლეთის ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში შესვლის მიზანს და დაამატა: „ჩვენ უნდა შევასრულოთ წინაპირობები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკების პროცესის ხელახლა დასაწყებად.“

მერკელმა განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უფრო რეალისტური პერსპექტივა უნდა ჰქონდეს და დაპირებების შეუსრულებლობა ცუდ შედეგებს გამოიღებს.

იგი ასევე შეეხო ხორვატიის საზღვარზე არარეგულარულ მიგრანტებთან დაკავშირებულ პრობლემებს და დასძინა: „გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც უნდა დაიცვას თავისი გარე საზღვრები და გამოცდილია თავშესაფრის მაძიებლებისა და ემიგრანტების საკითხში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება შენგენის ზონის შუაგულში მდებარე ქვეყანას ვითარება სხვა განზომილებას იღებს.“  

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება შენგენის ზონის დაცვას და დაამატა: „მზად ვარ დამატებითი დახმარება გავუწიოთ თურქეთს, რომელსაც ამ საკითხში დიდი პასუხისმგებლობა აქვს.“

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა პლენკოვიჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ხორვატია, ხოლო მეორე ნახევარში კი გერმანია იქნება.

პლენკოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაისში დაგეგმილ ევროკავშირ-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტამდე, ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის დაბლოკილი მოლაპარაკებების პროცესებისთვის გამოსავალი უნდა მოიძებნოს და ისინი ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ რაც შეუძლიათ.



მსგავსი ინფორმაციები