ვარშავაში მუსლიმებზე თავდასხმა აღკვეთეს

ვარშავაში მუსლიმებზე თავდასხმა აღკვეთეს

1306637
ვარშავაში მუსლიმებზე თავდასხმა აღკვეთეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, მუსლიმებზე თავდასხმის განხორციელების მზადებაში მყოფი 2 პირი დააკავეს. პოლონეთის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  სპეცოპერაცია ქვეყნის  შიდა უსაფრთხოების სააგენტომ 10 ნოემბერს ჩაატარა. წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჯგუფი მუსლიმების დაშინების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით რადიკალურ ქმედებებს გეგმავდა. ამავე ინფორმაციით, ბოროტმოქმედები  2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანის მკვლელობაში მონაწილე, ანდერს ბრეივიკისა და ახალ ზელანდიაში 51 მუსლიმის მკვლელობაში მონაწილე ბრენტონ ტარანტის მიერ განხორციელებული ტერაქტების მსგავს თავდასხმებს გეგმავდნენ.



მსგავსი ინფორმაციები