კონგრესში  ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის  პირველი საჯარო მოსმენები გაიმართა

კონგრესში  ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის  პირველი საჯარო მოსმენები გაიმართა

1306463
კონგრესში  ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის  პირველი საჯარო მოსმენები გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონგრესში პირველი საჯარო მოსმენები გაიმართა.  ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში კონგრესმენების წინაშე პირველი ჩვენებები მისცეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, უილიამ ტეილორმა. კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა არავითარ გარემოებებში არ უნდა სთხოვოს სხვა ქვეყნებს, შერჩევით, პოლიტიკურ გამოძიებებში მონაწილეობა. მან აღნიშნა, რომ ამგვარი შერჩევითი ქმედებები ლახავს კანონის უზენაესობის პრინციპს. მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით  ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იგი გამოძიებას აკრიტიკებს და აღნიშნავს: „ჩემ შეჩერებას ცდილობენ, იმიტომ რომ თქვენთვის ვიბრძვი. ამას არასოდეს დავუშვებ“.



მსგავსი ინფორმაციები