მორალესმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

მორალესმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

1304898
მორალესმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ბოლივიაში,  სამხედროების ოპოზიციონერების ზეწოლის შედეგად გადამდგარმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი  მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მექსიკის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა. მისივე თქმით, მორალესი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „გადატრიალებად“ აფასებს რა, მათ მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ თავშესაფარს ღებულობს. ებრარდმა ისიც დასძინა, რომ  საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია თვით ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიაწოდეს რა, ევო მორალესის უსაფრთხოებისათვის შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს. მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ სხვა განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლივიის არმიის მხრიდან მორალესისათვის გადადგომისკენ მოწოდება, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამავე განცხადების მიხედვით, მორალესისადმი სამხედროების მხრიდან გადადგომის შესახებ ზეწოლა, „სამხედრო გადატრიალებაა“ რაც, მთელი სამხრეთ ამერიკის კონტინენტისათვის შემაშფოთებელი ფაქტია. მეორეს მხრივ, ევო მორალესმა სოციალურ ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში მექსიკას პოლიტიკური თავშესაფრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშობლოში უფრო მეტი „ძალით და ენერგიით“ დაბრუნდება.



მსგავსი ინფორმაციები