ბორის ჯონსონსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ბორის ჯონსონსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1300941
ბორის ჯონსონსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ინგლისის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინგლისის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონ-ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს,  ძირითადი ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე  იქნა გამახვილებული. ჯონსონმა სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ს მხრიდან განხორციელებული ოპერაციის შედეგად ტერ-ორგანიზაცია,  დაეში-ს ე.წ. ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის გამო კმაყოფილება გამოთქვა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, მომავალ თვეში გასამართი ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამომავლო გამოწვევების  გასამკლავებლად წევრმა ქვეყნებმა ძალები თანაბრად უნდა გადაინაწილონ.



მსგავსი ინფორმაციები