ტოგოში ოთხი მეზღვაური მათ შორის ერთი ქართველი გაიტაცეს

ტოგოში ოთხი მეზღვაური მათ შორის ერთი ქართველი გაიტაცეს

1300264
ტოგოში ოთხი მეზღვაური მათ შორის ერთი ქართველი გაიტაცეს

ტოგოში, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან ოთხი მეზღვაური, მათ შორის ერთი ქართველი გაიტაცეს. საბერძნეთის საზღვაო და კუნძულის პოლიტიკის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ტოგოში, ლომეს პორტში საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა რა დროსაც  გემზე  24 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან  4 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და ერთიც  საქართველოს მოქალაქეები არიან. გემის კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ეკიპაჟის სხვა წევრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეორეს მხრივ,  ტოგოს მეზობელ ბენინის სანაპიროზე მეკობრეებმა ნორვეგიული კომპანია „უგლანდის“ კუთვნილი ხომალდიდან 9 მეზღვაური გაიტაცეს.



მსგავსი ინფორმაციები