ინგლისის თემთა პალატას ახალი სპიკერი ჰყავს

ინგლისის  თემთა პალატის ახალი სპიკერი ლეიბორისტული პარტიის წევრი,  სერ ლინდსი ჰოილი გახდა

1300483
ინგლისის თემთა პალატას ახალი სპიკერი ჰყავს

ინგლისის  თემთა პალატის ახალი სპიკერი ლეიბორისტული პარტიის წევრი,  სერ ლინდსი ჰოილი გახდა, რომელიც მანამდე 9 წლის მანძილზე თემთა პალატის სპიკერის ერთ-ერთი  მოადგილის პოსტს იკავებდა. კენჭისყრის დროს ჰოილის 213-ის წინააღმდეგ,   325-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ ინგლისს  საპარლამენტო მონარქია მართავს რა, ტრადიციის მიხედვით თემთა პალატის თავჯდომარეს  პარლამენტის აზრის მეფისთვის გადაცემაც ევალება. ქვეყანაში მხოლოდ 1394-1535 წლებში ამ სახიფათო თანამდებობაზე მყოფი 7 სპიკერი სიკვდილით დასაჯეს. რაც შეეხება, სერ ლინდსი ჰოილის წინამორბედმა, ჯონ ბერკოუმ სპიკერის თანამდებობა  გასულ კვირას  დატოვა.



მსგავსი ინფორმაციები