აშშ-მ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო
აშშ-მ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2017 წელს დაანონსებული პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ამის თაობაზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაერო-ს ოფიციალურად აცნობა. საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ტრამპს, ამერიკელი ხალხის უსამართლო ეკონომიკური ტვირთის შემცირების მიზნით პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული. როგორც ცნობილია, პარიზის შეთანხმება, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად, 190-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი დატოვების გადაწყვეტილება 2015 წელს დაანონსა, თუმცა, გაეროს წესების მიხედვით, ოფიციალური ვაშინგტონი გასვლის პროცესს 2019 წლის 4 ნოემბრამდე ვერ დაიწყებდა.
მსგავსი ინფორმაციები
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა