პუტინ-მაკრონს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუტინ-მაკრონს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა

1292099
პუტინ-მაკრონს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტ,  ემანუელ მაკრონთან  სირიის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. კრემლიდან გავრცელებულ განცხადებაში  აღნიშნულია, რომ პუტინ-მაკრონს შორის გამართული  სატელეფონო საუბრის დროს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში მიმდინარე მოვლენები დეტალურად იქნა განხილული რა, ორივე ქვეყნის ლიდერმა მტკიცედ აღნიშნეს, რომ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს. სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა  ასევე, გაეროს ეგიდით თვის ბოლოს ჟენევაში გასამართი, საკონსტიტუციო კომისიის შეკრების მნიშვნელობაზეც  გამახვილეს ყურადღება. ორი ქვეყნის ლიდერმა, უკრაინაში არსებული ბოლო მდგომარეობა და კრიზისი, მინსკის შეთანხმების ფარგლებში მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.  



მსგავსი ინფორმაციები