ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ჩამოყალიბება  ვერ შეძლო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ჩამოყალიბება  ვერ შეძლო

1292364
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ჩამოყალიბება  ვერ შეძლო

ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო უმრავლესობა ვერ  მოიპოვა რა,  მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და მანდატი ქვეყნის პრეზიდენტ, რუვენ რივლინს დაუბრუნა. საკითხთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუმ  განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:  „ბოლო რამდენიმე კვირაა ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ბენი განცი მოლაპარაკებების მაგიდასთან დამესვა ეროვნული მთავრობის  ჩამოსაყალიბებლად  და კიდევ ერთი არჩევნები ამეცილებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე.“ ისრაელში ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნები  17 სექტემბერს გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ ქნესეთში 32 ადგილი ერგო. გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მეორეს მხრივ, კოალიციური მთავრობის ვერ ჩამოყალიბების შემდეგ ნეთანიაჰუს მხრიდან მანდატის პრეზიდენტზე გადაცემის შემდეგ რივლინმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას ახლა  ბენი განცის დაავალებს.



მსგავსი ინფორმაციები