საუდის არაბეთის მეფემ პაკისტანის პრემიერ-მინისტი მიიღო

საუდის არაბეთის მეფემ პაკისტანის პრემიერ-მინისტი მიიღო

1289020
საუდის არაბეთის მეფემ პაკისტანის პრემიერ-მინისტი მიიღო

საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდიმ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი დედაქალაქ რიადში მიიღო. საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის და იმრან ხანს შორის გამართულ შეხვედრაზე თეირანსა და რიადს შორის არსებული დაძაბულობის შემცირებისათვის საჭირო დიალოგის დაწყების საკითხი განიხილეს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ორმხრივი ურთიერთობები,  რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც იქნა განხილული.  შეგახსენებთ, რომ იმრან ხანი სანამ საუდის არაბეთში ჩავიდოდა, ირანს სტუმრობდა სადაც ქვეყნის პრეზიდენტ,  ჰასან როჰანის და სულიერ ლიდერ,  აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. გასულ თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების მიზნით ნიუ-იორკში მყოფმა იმრან ხანმა, დონალდ ტრამპსაც შეხვდა, რომლის შესახებაც გაკეთებულ შეფასებაში მან აღნიშნა, რომ ტრამპმა მას,   ირან-საუდის არაბეთს შორის დიალოგის დასაწყებად შუამდგომლობა სთხოვა.  



მსგავსი ინფორმაციები