ერდოღანმა სტატია გამოაქვეყნა WSJ-ში

“როცა სხვებმა უმოქმედობა აირჩიეს, ანკარამ საჭირო ნაბიჯები გადადგა“

1288232
ერდოღანმა სტატია გამოაქვეყნა WSJ-ში

 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, რომ სირიის საკითხში თურქეთს დაუჭირონ მხარი. თურქმა პრეზიდენტმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ Wall Street Journal-ს (WSJ) და მასში სირიის ჩრდილოეთში, ტერორისტული ორგანიზაციების YPG/PKK-სა და DAESH-ის წინააღმდეგ წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაცია “მშვიდობის წყარო“ შეაფასა. ამ სტატიის სათაურია “როცა სხვებმა უმოქმედობა აირჩიეს, ანკარამ საჭირო ნაბიჯები გადადგა“ და მასში წერია, რომ 2011 წლის, ე.ი. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების აქეთ განცდილი ჰუმანიტარული კრიზისი ისე მძიმედ არავის განუცდია, როგორც თურქეთს. “თურქეთი წლებია რაც 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს იფარავს და მათი განათლების, ჯანდაცვის და საცხოვრებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მარტოდ-მარტომ უკვე 40 მილიარდი დახარჯა, როცა სხვების მიერ გაღებული საერთაშორისო დახმარებები უმნიშვნელოა. მხოლოდ ჩვენ შევაჩერეთ მილიონობით სირიელი მიგრანტის გადინება დასავლეთში, მაგრამ, იგივე დასავლეთი ყოველთვის უმადურობას იჩენს და აქეთ ჩვენზე ახორციელებენ ზეწოლებს“, აღნიშნავს ერდოღანი. მისივე თქმით, დასავლეთი არა ერთხელ გააფრთხილეს სირიის ჩრდილოეთში ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს მხრიდან თურქეთისადმი მიმართული შესაძლო საფრთხეების შესახებ, მაგრამ, არავინ არ მიიღო შესაბამისი ზომები, პირიქით, ამერიკამ დიდი ოდენობით სამხედრო და ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ქურთ სეპარატისტებს და ამიტომ ანკარა იძულებული გახდა თვით დაეწყო ანტიტერორისტული ბრძოლა, რის შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კი, სირიელ ლტოლვილებს დაასახლებენ. “ჩვენ არა ქურთ ხალხს, არამედ, მხოლოდ ქურთ სეპარატისტებს ვებრძვით და ეს კარგად უნდა გამიჯნოს ყველამ“, ხაზს უსვამს ერდოღანი. მანვე მეტად უარყოფითი რეაგირება მოახდინა არაბული ლიგის მხრიდან თურქეთის მისამართით გამოქვეყნებულ რეზოლუციაზე. “თქვენ არაბებმა, თქვენი თანამოძმე რამდენი სირიელი ლტოლვილი მიიღეთ, ან რამდენ სირიელ დაზარალებულს დაეხმარეთ, რამდენი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეთ სირიელებს, რა პოლიტიკური ინიციატივები გამოიჩინეთ სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისთვის?“, ლოგიკურ კითხვას სვამს თურქი პრეზიდენტი და იქვე იმედს გამოთქვამს, რომ ოპერაცია “მშვიდობის წყარო“ რეგიონში ბოლოს მოუღებს მარიონეტულ ომებსაც



მსგავსი ინფორმაციები