პოლონეთში არჩევნებში კაჩინკის პარტიამ გაიმარჯვა

პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით, 43,6%-ით კანონისა და სამართლიანობის პარტიამ გაიმარჯვა

1287578
პოლონეთში არჩევნებში კაჩინკის პარტიამ გაიმარჯვა

პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით, 43,6%-ით კანონისა და სამართლიანობის პარტიამ (PiS) გაიმარჯვა.

460 სავარძლიანი პარლამენტის და 100 სავარძლიანი სენატის ახალი წევრების გამოსავლენად გამართულ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ 61,1%-მა მიიღო.

არჩევნებზე მემარცხენე ლიბერალებისა და მწვანეებისგან შექმნილმა სამოქალაქო პლატფორმამ (PO) ხმების 27,4%, დემოკრატიულმა მემარცხენე ალიანსმა (SLD) 11,9%, 2007-2015 წლების კოალიციის პარტნიორმა პოლონეთის გლეხთა პარტიის (PSL) და მემარჯვენე კუკიზ 15-ის ალიანსმა 9,6%, რადიკალურად მემარჯვენე პარტიების კონფედერაციის ალიანსმა კი 6,4% მიიღეს.

კანონისა და სამართლიანობის პარტიის გენერალურმა თავმჯდომარემ იაროსლავ კაჩინსკიმ არჩევნების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ბევრი ხმა მივიღეთ, მაგრამ უფრო მეტი დავიმსახურეთ.“  

აღნიშნული მონაცემების მიხედვით 460 მანდატიან პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდება PiS 239, PO 130, SLD 43, PSL+Kukiz’15 34 და კონფედერაცია 13.



მსგავსი ინფორმაციები