სტოლტენბერგმა ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ პირველი შეფასება გააკეთა

სტოლტენბერგი ხვალ თურქეთს ეწვევა

1285530
სტოლტენბერგმა ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ პირველი შეფასება გააკეთა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ თურქეთს სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების კუთხით შეშფოთების საფუძველი აქვს. ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა და ასევე დასძინა, რომ თურქეთმა, ნატო-ს „მშვიდობის წყარო“-ს ოპერაციის დაწყებამდე  ინფორმაცია მიაწოდა. „თურქეთს უსაფრთხოების კუთხით შეშფოთების საფუძველი აქვს, რადგან არაერთი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე  გახდა. თურქეთი ასევე მრავალ მიგრანტს მასპინძლობს.   მინდა მოვუწოდო თურქეთს, რომ ოპერაციის დროს თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ხვალ თურქეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთანაც გავმართავ შეხვედრას და რა თქმა უნდა აღნიშნულ საკითხსაც განვიხილავთ,“ განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.  



მსგავსი ინფორმაციები